გიორგი ლორთქიფანიძე

გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა – ხატია დეკანოიძე

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ენმ-ს დეპუტატი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.

"ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი საქმეა ომის პირობებში" - აღნიშნავს დეკანოიძე.

გიორგი ლორთქიფანიძე ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსიც იყო, ის 2016 წელს გადადგა.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის საქართველოს პროკურატურას ორი ბრალი აქვს წარდგენილი - გიორგი ლორთქიფანიძეს მიხეილ სააკაშვილის დახმარებას ედავებიან საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეში. გარდა ამისა, მას ბრალი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე აქვს წარდგენილი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. გიორგი ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

კომენტარები