ჟურნალისტებზე თავდასხმა

ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე გამოძიება საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო

ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. 

უწყების ცნობით,  საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “ფორმულა”-ს თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, დამნაშავე პირის დადგენისა და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ფორმულას ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

როგორც ტელეკომპანიის რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი აბაშიძის ქუჩაზე კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო რომ ფორმულას თანამშრომლები იყვნენ. 

ფორმულას ინფრომაციით, ნაცემია 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება ნანო ჩაკვეტაძესაც.

კომენტარები