რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: არ არსებობს არაბირთვული იარაღი, რომელიც არ გამოიყენეს, ესაა მათი მეგობრობა

"ეს არის მათი [რუსეთის] მეგობრობა" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბომბსაფარში მყოფი უკრაინელი ხალხისა და ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად დაშავებული ბავშვების, დაზიანებული შენობების ფოტოებს აქვეყნებს. 

"როგორც ჩანს, არ არსებობს არაბირთვული იარაღი, რომელიც ოკუპანტებს ჯერ არ გამოუყენებიათ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის მათი სიახლოვე. ეს არის მათი მეგობრობა. ეს არის ის, როგორც მოსკოვში ამბობენ - "გახლეჩილი ერი".  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები