კორონავირუსი საქრთველოში

COVID-19-ით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 888 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.11%-ია

COVID-19-ით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 620 ტესტი და დადასტურდა 888 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 831 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.54%.

ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან თბილისში 434 გამოვლინდა, აჭარაში - 32, იმერეთში – 111, ქვემო ქართლში – 29, შიდა ქართლში – 50, გურიაში – 42, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 53, კახეთში – 88, მცხეთა-მთიანეთში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 29 029, საიდანაც 986 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 28 043 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 280 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 639 678 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 594 011 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 612.


კომენტარები