რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლანდსბერგისი: საქართველო, სომხეთი და მოლდოვა პუტინიზმისგან დაცული უნდა იყოს

ეჭვგარეშეა, რომ უკრაინისთვის მხარის არდაჭერა - ეს ნიშნავს პუტინიზმის მხარდაჭერას. როცა პუტინიზმის გაიმარჯვებს, ყველა დამარცხდება - უკრაიანაც, დასავლეთიც და ღობეზე მსხდომებიც.  

პუტინის ადგილი იგივეა, რაც მე-20 საუკუნის სხვა ტოტალიტარული რეჟიმების - ნაციზმის, კომუნიზმის, მაოიზმის. პუტინის Z ასოს ადგილი სვასტიკის გვერდით არის, ისტორიის ორგანული ნარჩენების კონტეინერში.  

პუტინისთვის სანქციების მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პუტინისტები სამართალს ვერ გაექცევიან. უკრაინაში პუტინიზმი უნდა შეწყდეს, სხვა შემთხვევაში, ის კიბოსავით გავრცელდება. საქართველო, სომხეთი და მოლდოვა და დემოკრატიული ბელარუსიც პუტინიზმისგან დაცული უნდა იყოს. დასავლეთმაც უნდა გაწმინდოს პუტინიზმის სული. ეს პროცესი დაიძრა -  ჩამორთმეული იახტებით, ვილებით, დახურული ანგარიშებით. უკრაინაში ომმა მასიური და საყოველთაო დეპუტინიზაცია დაიწყო. ბომბები მშვიდობიან მოსახლეობას ეცემა და დრო გადის. 

წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი. 

კომენტარები