რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დასავლეთის გაჩაღებულ საინფორმაციო ომზე პასუხია" – რუსეთმა BBC-ის ვებგვერდი დაბლოკა

მარია ზახაროვა
RT

რუსეთის ხელისუფლებამ BBC-ის ვებგვერდი დაბლოკა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ეს "დასავლეთის მიერ გაჩაღებულ საინფორმაციო ომზე საპასუხო ქმედებების მხოლოდ დასაწყისია".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები