რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს საელჩო კიევში: რუსმა ოკუპანტებმა პურის რიგში მყოფი 10 ადამიანი მოკლეს

Reuters

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადების მიხედვით, რუსმა სამხედრო ძალებმა ქალაქ ჩერნიგოვში10 ადამიანი მოკლეს.

"დღეს რუსი სამხედროების თავდასხმამ იმსხვერპლა 10 ადამიანი, რომლებიც პურის რიგში იდგნენ ჩერნიგოვში. მსგავსი საშინელი თავდასხმები უნდა შეწყდეს. ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს უკრაინაში მომხდარი ნებისმიერი სისასტიკისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად". - წერს აშშ-ს საელჩო კიევში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები