რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვში პურის რიგში მდგომი 10 ადამიანი მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვში პურის რიგში მდგომი 10 ადამიანი მოკლეს. 

როგორც ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევა ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელთან,  დაახლოებით დილის 10:00 საათზე მოხდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები