რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ ლუკაშენკოსა და მის ცოლს სანქციები დაუწესა

AP

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის დიქტატორ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მის ცოლს სანქციები დაუწესა. სანქციებით ლუკაშენკოსა და მის ცოლს შეერთებულ შტატებში ქონებაზე წვდომა დაებლოკათ, ხოლო ამერიკელებს მათთან ტრანზაქციების უფლება შეეზღუდათ.

"დღევანდელი მოქმედებები აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს კონკრეტული და სერიოზული საფასურის დაწესებას მათთვის, ვინც ჩართულია კორუფციაში და დაკავშირებულია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში". – თქვა აშშ-ს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის დირექტორმა ანდრეა გაკიმ.

შეერთებულმა შტატებმა უკვე დაუწესა სანქციები ბელარუსს უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მისი როლის გამო. სანქციებს შორის იყო ექსპორტის კონტროლის გამკაცრება და ბელარუსის გავლით ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის რესურსების რუსეთში გადამისამართების აკრძალვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები