საქართველოს პარლამენტი

ხუნდაძე ალტ-ინფოს: ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ?

არ შემიძლია, არ შევეხო ახლადდაფუძნებული კონსერვატიული პარტიისა და მისი ტელევიზიის ალტ-ინფოს ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული უყურებს უკრაინის მოვლენებს, თუ როგორ ბომბავს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ერთი კითხვა მაქვს მათთან: ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ? თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში? საქართველოში სიტყვის თავისუფლებაც და პარტიული არჩევანი ხელშეუხებელია, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა საზოგადოებაშიც ჩნდება, ესე იგი, ეს პრობლემაა

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები