რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ჩერნიგოვში უნივერსიტეტი, სავაჭრო ცენტრი და სახლები დაბომბეს – დაიღუპა 10 პირი

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაზიანდა ჩერნიგოვის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტის შენობა, სავაჭრო ცენტრი, საბითუმო-საცალო ბაზა, რამდენიმე სახლი, წყლის სატუმბავი სადგური, ადმინისტრაციული შენობები და 4 მანქანა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები