რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამსტერდამში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფას გეგმავს

ნიდერლანდებში, ამსტერდამის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფას გეგმავს.

"სასულიერო პირებმა ერთხმად გამოაცხადეს, რომ მათთვის შეუძლებელია მოსკოვის საპატრიარქოს ქვეშ იმუშაონ და მორწმუნეებს სულიერად უსაფრთხო გარემო შეუქმნან. გადაწყვეტილება ძალიან რთული და მტკივნეულია ყველასთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირებმა ნიდერლანდებში რუსეთის ეპარქიის ეპისკოპოსს "კანონიკური გათავისუფლების" თხოვნით მიმართეს და ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან შეერთება ითხოვეს.

ამსტერდამში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის აგრესიის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. ეკლესიის ცნობით, რუსეთის პატრიარქის კირილის სახელი ლიტურგიაში ნახსენები აღარ იქნება. რუსეთის პატრიარქის კირილე მეორეს არ დაუგმია უკრაინაში რუსეთის შეჭრა. გასულ კვირას კირილემ თქვა, რომ უკრაინაში დასავლეთის მიერ ორგანიზებული "გეი აღლუმები" ომის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რაც კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივს იმეორებს.

"ამსტერდამში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სასულიერო პირებმა გამოვხატეთ შოკი უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრას. ვემიჯნებით პატრიარქ კირილეს ნარატივს" - ნათქვამია განცხადებაში.

ამსტერდამში მოღვაწე რუსი მღვდლების თქმით, განცხადების შემდეგ ისინი ეპისკოპოსმა ელისეიმ მოინახულა და უთხრა, რომ მოსკოვი მათ მოქმდებებს ყურადღებით აკვირდება.

კომენტარები