პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტი ხელისუფლებას გამბედაობას, ოპოზიციას კი სიფრთხილეს ურჩევს

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, იგი ეთანხმება ხელისუფლებას - სიფრთხილის, ოპოზიცია კი გამბედაობის კონტექსტში.

"ვეთანხმები ორივე - ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაშიც, რომ გარკვეული გამბედაობა შეგვიძლია. ამიტომ მე არ და ვერ შევალ მთავრობის ცალკეული განცხადებებისა და მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს. შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას. ამ ფორმატის შექმნა ხელისუფლებას ევალება. ამიტომაც მე არ და ვერ შევალ იმ გარკვეული პიროვნებების ქმედებებში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესოს წყენა, გაუგებრობა და გააჩინონ რაიმე ბზარი. ყველასათვის ცხადია და ამას ჩვენი პარტნიორებიც ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვის ხელსაყრელია".- თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. 

კომენტარები