რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციაზე 850-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

AFP / Getty Images

13 მარტს რუსეთის 37 ქალაქში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 850-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო მონიტორინგის ჯგუფ OVD Info-ს ცნობით, რუსული სამსახურები არა მხოლოდ მომიტინგეებს, არამედ გამვლელ "არასანდო" ადამიანებსაც აკავებენ.

მათივე ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საპროტესტო აქციებზე 15 000-მდე ადამიანი დააკავეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები