რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპი ფრანცისკე უკრაინაზე: ღვთის სახელით, შეწყდეს დაბომბვები და თავდასხმები

Vincenzo Pinto / AFP / Getty Images

პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე ლოცვის დროს უკრაინაზე ისაუბრა და რუსეთის თავდასხმას "მიუღებელი შეიარაღებული აგრესია" უწოდა

"ღვთის სახელით, მოისმინეთ ტანჯული ხალხის ტირილი, შეწყდეს დაბომბვები და თავდასხმები". – თქვა პაპმა.

პაპმა ფრანცისკემ თავდასხმების შეწყვეტა მოითხოვა და თქვა, რომ ბავშვთა საავადმყოფოების დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება "ბარბაროსულია", რომელსაც არავითარი საფუძვლიანი სტრატეგიული მიზეზი არ ამართლებს.

"ბავშვების, უდანაშაულო ადამიანებისა და დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის ბარბაროსული მკვლელობისთვის არ არსებობს დამაჯერებელი სტრატეგიული მიზეზები. აუცილებელია, რომ შეჩერდეს მიუღებელი აგრესია, სანამ ის ქალაქებს სასაფლაოებად აქცევს". – თქვა პაპმა ფრანცისკემ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები