რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"იაშკა ციგანკოვის გამზირი" – მოქალაქეებმა მოსკოვის გამზირზე აბრებს სტიკერები გადააკრეს

ტაბულა

მოქალაქეებმა მოსკოვის გამზირზე აბრებს სტიკერები გადააკრეს, წარწერით "იაშკა ციგანკოვის გამზირი". 

"მე დავიმახსოვრე ერთი გვარი, გმირის და მისაბაძი ადამიანის - გიორგი ანწუხელიძის. ფეისბუქ ქავერადაც დავიყენე მისი ფოტო, რომ არ დავივიწყო მისი გმირობა. ის არ დანებდა, ყველა განსაცდელს ქრისტესავით გაუძლო და დაიღუპა სულიერად გაუტეხავი, ის არის ჩემთვის გმირობის მაგალითი, მთელი საქართველო ჩემთვის გმირობის მაგალითია - ამას ამბობდა უკრაინელი მებრძოლი იაშკა ციგანკოვი და 2014 წლიდან გიორგი ანწუხელიძის ფოტო ეყენა ქავერად, რათა "არ დაივიწყოს". 

ის 10 მარტს გმირულად დაიღუპა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ იაშკა ციგანკოვი". - ამბობენ ისინი. 

იაშკა ციგანკოვი ერთ-ერთი ცნობილი უკრაინელი სამხედრო იყო, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა 10 მარტს მოკლეს. 

კომენტარები