ინდოეთი-პაკისტანი

ინდოეთმა პაკისტანში შემთხვევით რაკეტა ისროლა

ინდოეთმა პაკისტანში შემთხვევით რაკეტა ისროლა. ინდოეთში შემთხვევას "ტექნიკურ გაუმართავობას" აბრალებენ.  

ქვეყნის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში მომხდარი "ღრმად სამწუხაროდ" არის შეფასებული - ქვეყანაში შვებას გამოხატავენ, რადგან რაკეტის სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

"2022 წლის 9 მარტს, რუტინული ტექნიკური სამუშაოების დროს, ტექნიკურმა გაუმართავობამ გამოიწვია რაკეტის შემთხვევით გასროლა. ინდოეთის მთავრობამ მიიღო სერიოზული ზომები და უბრძანა სასამართლოს, დაიწყოს გამოძიება". - წერია განცხადებაში. 

პაკისტანის სამხედროების თქმით კი "მაღალსიჩქარიანი მფრინავი ობიექტი" აღმოსავლეთში, ქალაქ მიან ჩანუსთან ჩამოვარდა და მან სამგზავრო ფრენებს შეუქმნა საფრთხე. ისლამბადი დელის აფრთხილებს, "გაითვალისწინოს ასეთი დაუდევროის უსიამოვნო შედეგები" და არ დაუშვას მომხდარის განმეორება.  

11 მარტს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინდოეთის წარმომადგენელი ინციდენტის განსახილველად დაიბარეს. ქვეყანა ასევე მოუწოდებს ინდოეთს, გაუზიაროს მომხდარზე მიმდინარე გამოძიების შედეგები.

კომენტარები