რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხოშტარია: ვიმყოფები ქალაქ ჰრებენეში, პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე

დროა

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს, რომ  პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, ქალაქ ჰრებენეში იმყოფება, სადაც ლტოლვილების მიღების და განაწილების პუნქტია მოწყობილი. ამის შესახებ ჰოშტარია საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"რა გულისმომაკვდინებელი სურათია გაწამებული ქალების და ბავშვების თვალების ყურება ამაზე მერე დავწერ. ეხლა საქმეზე.

მოკლედ აქ მოწყობილია დახმარების პუნქტები. საჭმელი არის სენვიჩები, სუპი, ძეხვი, ტკბილეული. ძალიან კარგი იქნებოდა გაგვეკეთებინა ქართული კუთხე მაგალითად ხაჭაპურით. საჭიროც არის და თან ძალიან კარგი ჟესტი იქნებოდა ქართველებისგან.

გთხოვთ, ვიპოვოთ პოლონეთში მცხოვრები ქართველი მსურველები და ფინანსური რესურსის მობილიზებაში მეც დაგეხმარებით". – წერს ელენე ხოშტარია.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები