რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ბელარუსში ობიექტებზე საჰაერო თავდასხმებია, რათა უკრაინას დაბრალდეს" – უკრაინის უშიშროება

"ჩვენ ახლა მტრის მორიგი პროვოკაციის მომსწრეები ვართ". – ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის [СБУ] მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

უწყებაში ამბობენ, რომ მათ მონაცემებზე დაყრდნობით, ოკუპანტები ბელარუსში მდებარე ობიექტებზე საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ, ამის მიზანი კი უკრაინის თავდასხმაში დადანაშაულებაა, რათა ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალები საბოლოოდ ჩაერთონ.

"ამავდროულად, ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ დაგეგმილი რაიმე აგრესიული ქმედებები ბელარუსის წინააღმდეგ! მივმართავთ ბელარუს ხალხს - ნუ მისცემთ საკუთარ თავს საშუალებას გამოგიყენონ კრიმინალურ ომში. თქვენ ხომ არასოდეს ყოფილხართ ოკუპანტები და მკვლელები! ნუ გახდებით კრემლის გულისთვის!". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები