რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების წინააღმდეგია

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების წინააღმდეგია.

შოლცის თქმით, მნიშვნელოვანია იმ გზის გაგრძელება, რაც წარსულში გადაწყვიტეს.

დაჩქარებულ გაწევრიანებაზე უარყოფითი პოზიცია გამოთქვა ჰოლანდიის პრემიერმინისტრმაც.

"არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა გაწევრიანების დაჩქარება, ასეთი რამ არ არსებობს". – თქვა მან.

უკრაინის ევროკავშირში ახლა გაწევრიანების საწინააღმდეგო სიტყვები თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები