ალტ-ინფო

პუტინისტურ ალტ-ინფოს ოფისი შუახევშიც დაატოვებინეს

პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფების, ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებულ პარტიას, კონსერვატიულ მოძრაობას ოფისი შუახევშიც დაატოვებინეს. ინფორმაცია ტაბულას ფართის მესაკუთრემ, დავით დავითაძემ დაუდასტურა. 

"დავატოვებინე. მიზეზი იყო, რომ არ მაწყობდა და გავუშვი. ბანერები ჩამოვახსნევინე და მოვიცილე ეგ ავადმყოფობა. არ მითხრეს თავიდან [ვინ იყვნენ], კონსერვატორები ვართო და მე ვიცოდი ძიძიგურის პარტია. შემდეგ გავიგე, პრორუსულიაო და რაში მაწყობდა?" - ამბობს ის ტაბულასთან. 

8 მარტს ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებულ პარტიას, კონსერვატიულ მოძრაობას ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს ხულოშიც - მესაკუთრემ, მას შემდეგ, რაც პარტიის იდეოლოგიის შესახებ გაიგო, მათთვის ფართის მიქირავებაზე უარი თქვა.  

"ამ ფართიდან გაუშვეს, მაგრამ მეტასტაზებივით არიან - თუ იქნება შემთხვევა, რომ სხვაგან გახსნიან, ამას პროტესტი მოჰყვება. ხალხი არ გაჩერდება, ყველამ იცის, ვინ არიან და რას წარმოადგენენ". - ამბობს სოლიდარობის თემის წევრი, ედო ჯავახაძე.  

გახსნის შემდეგ, ალტ-ინფოს ოფისს წითელი საღებავი შეასხეს გორში, ახალციხეში კი ბანერზე წარწერები გააკეთეს. ალტ-ინფომ პოლიტიკური პარტია 20 ნოემბერს დააფუძნა

კომენტარები