სირცხვილია

დიღმელაშვილს მთავრობის კანცელარიისთვის კვერცხის სროლის გამო 4 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ტაბულა

სირცხვილიას წევრს, შოთა დიღმელაშვილს, მთავრობის კანცელარიის შენობისთვის კვერცხის სროლის გამო 4 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

დიღმელაშვილი 8 მარტს დააკავეს. მან შენობისთვის კვერცხის სროლით 7 მარტს, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე მოქალაქეების დაკავების ფაქტი გააპროტესტა.

7 მარტს მთავრობის კანცელარიასთან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით ცხრა ადამიანი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესები გადაიდო.

კომენტარები