კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 970 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 15.58%-ია

COVID-19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 970 ახალი შემთხვევა, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 645 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 405 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 17.68% ხოლო 7 დღის მანძილზე - 15.09%. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 578 178-მდე.

ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 853 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 96, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 166, კახეთი - 169, მცხეთა-მთიანეთი - 45, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე 37 211 აქტიური შემთხვევაა. 1 889 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 826, აჭარაში - 149, იმერეთში - 354. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 530 პირი, მათ შორის, თბილისში - 249, აჭარაში - 68, იმერეთში - 95. 35 322 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები