რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა უკრაინას დამატებით $50 მილიონის სამხედრო დახმარებას მიაწვდის

ჯასტინ ტრუდო
Adrian Wyld/The Canadian Press via AP

კანადა უკრაინას დამატებით 50 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. დახმარების პაკეტი მოიცავს როგორც იარაღს, ასევე სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის, კანადური წარმოების კამერებს, რომლებსაც დრონებისთვის იყენებენ და სხვა სპეციალიზებულ აღჭურვილობას. ინფორმაციას კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრი, ანიტა ანანდი ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები