რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის მკვლელობის მცდელობის 10-ზე მეტი შემთხვევა იყო – პრეზიდენტის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ზელენსკის მკვლელობის მცდელობის 10-ზე მეტი შემთხვევა იყო.  

"ჩვენი უცხოელი პარტნიორები საუბრობენ 2-3 მცდელობაზე, მაგრამ მე მივიჩნევ, რომ იყო ასეთი 10-ზე მეტი მცდელობა იყო. ჩვენ მუდმივად გვაქვს ინფორმაცია, რომ დივერსიული სადაზვერვო ჯგუფები ცდილობენ, სამთავრობო კვარტალში შევიდნენ". - ამბობს ის. 

მისივე სიტყვებით, უკრაიანში ძლიერი დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ქსელი მოქმედებს, სპეციალისტები მონიტორინგს ახორციელებენ შესაძლო საფრთხეებზე და დივერსიულ სადაზვერვო ჯგუფებს ანადგურებენ. 

"უსაფრთხოების გამო, მე ვერ ვისაუბრებ გარკვეულ საკითხებზე. ეს რისკები არსად გამქრალა. დასავლური დაზვერვა მართალია, როცა ამბობს, რომ ბატონი ბუტინის მთავარი სამიზნე იყო ბატონი ზელენსკი და ცდილობს, სამთავრობო კვარტალზე თავდასხმით მოკლას ქვეყნის მთავარი მენეჯერი". - ამბობს ის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები