რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთი NATO-ს რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის უკიდურეს წერტილამდე მიყვანაში ადანაშაულებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, NATO-ს ქმედებებმა რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობა "უკიდურეს წერტილამდე" მიიყვანა.

მან ბრიფინგზე აშშ-ს მოუწოდა, სერიოზულად აღიქვას ჩინეთის ინტერესები და თავი აარიდოს მისი უფლებების შელახვას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებასა და უკრაინის საკითხთან გამკლავებაში.

7 მარტს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ ი-მ თქვა, ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაცია უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის. ამავდროულად, მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთსა და რუსეთს შორის მეგობრულ ურთიერთობას და მას "მტკიცე" უწოდა.

8 მარტს, თეთრი სახლის, პრესსპიკერის ჯენ ფსაკის თქმით, თუ ჩინეთი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ გაითვალისწინებს, აშშ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
 

კომენტარები