რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შსს: გასული ღამე შედარებით მშვიდი იყო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ვადიმ დენისენკოს თქმით, გასული ღამე უკრაინაში შედარებით წყნარი იყო.

"მთლიანობაში ღამემ, რამდენადაც ამის თქმა შეიძლება, შედარებით მშვიდად ჩაიარა, წინა ღამეებთან შედარებით, მშვიდად". - თქვა დენისენკომ.

მინისტრის მრჩევლის თქმით, იღებენ ინფორმაციას ხარკოვის დაბომბვის შესახებ, ასევე რთული ვითარებაა მარიუპოლში. ასევე, რუსეთის ჯარს აქვს თავდასხმის მცდელობა ოზიუმზე, რომელიც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია ხარკოვსა და დონეცკს შორის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები