რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპული საქართველო Georgian Airways-ს: საქართველო რუსეთის ხვრელი არ არის

Georgian Aiways

ევროპული საქართველო ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ გადახდის სისტემაში რუსული Мир-ის დამატებას ეხმაურება და წერს, რომ "საქართველო რუსეთის ხვრელი არ არის".

"ქართულმა ავიაკომპანიამ, ჯორჯიან ეარვეისმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური გადახდის სისტემა დაამატა, რომელიც მათ სანქციებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.

რუსეთის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მაქსიმალური ეფექტურობა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა – ოკუპანტისთვის სანქციების შემსუბუქება კი საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი!" – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

Georgian Airways-ის საიტზე გადახდის სისტემაში Mastercard-ისა და VISA-ს გვერდით რუსული Мир-ის დამატების შემდეგ რადიო თავისუფლებასთან საუბარში კომპანიის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა – "მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს".

უკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიოს ქვეყნებისა და კომპანიების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო Мир-ი ერთადერთი საშუალებაა რუსული ბარათის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ ონლაინ ტრანზაქციები შეასრულონ და საზღვარგარეთ ფული გადარიცხონ.

კომენტარები