რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უმაღლეს სასწავლებლებს უკრაინა სწავლის განახლებას ურჩევს – სიტუაციის შესაბამისად

25 თებერვალს, ომის დაწყებისას გამოცხადებული არდადეგების შემდეგ, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გასცემს რეკომენდაციას აღდგეს სასწავლო პროცესი, ან ორგანიზდეს დისტანციური სასწავლო ფორმატი. ამის შესახებ უკრაინის განათლების მინისტრმა, სერგეი შკარლეტმა ბრიფინგზე ისაუბრა.

"რეკომენდაციას ვაძლევთ კოლეჯებსა და უნივერსიეტებს, არადადეგების დასრულებისთანავე, უსაფრთხოების მდგომარეობის შესაბამისად რეგიონებში, დაიწყონ საგანმანათლებლო პროცესი. სადაც სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა, რეკომენდაციას ვიძლევთ დაიწყოს სწავლა დისტანციური ტექნოლოგიებით ან შერეული ფორმატებით". –თქვა სერგეი შკარლეტმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები