რუსმა ოკუპანტებმა კიევთან ახლოს, მაკაორვში პურის საწარმო დაბომბეს. დაიღუპა 13 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, წინასწარი ინფორმაციით ადგილზე 30 ადამიანი იმყოფებოდა. ნანგრევებიდან 5 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
სახელმწიფო საწარმო არ ფუნქციონირებდა. რუსმა აგრესორებმა ჭურვი ჩამოაგდეს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





