რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოდელი ჯიჯი ჰადიდი ჩვენებებიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს

ჯიჯი ჰადიდი
Getty Images

ამერიკელი მოდელი, ჯიჯი ჰადიდი ჩვენებებიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინისა და პალესტინის დასახმარებლად გადარიცხავს. ამის შესახებ მოდელმა ინსტაგრამის გვერდზე დაწერა.

"მე და ჩემი კოლეგები ახალ კოლექციას ხშირად ისეთ პერიოდში წარვადგენთ, როდესაც მსოფლიოში რთული და დამთრგუნველი სიტუაციაა. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ჩვენებების განრიგს, მაგრამ გვინდა, რომ ეს რაღაცისთვის ვაკეთოთ. გადავწყვიტე, რომ ჩვენებებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინაში, ომისგან დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გადავრიცხო. აგრეთვე, გავაგრძელო პალესტინელების დახმარებაც, რომლებმაც იგივე გზა გამოიარეს. უსამართლობაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ისე უნდა შევხედოთ ყველას, რომ ერთმანეთის დები და ძმები ვართ, პოლიტიკური კუთვნილების, რელიგიისა და წარმომავლობის მიუხედავად. ხელი აიღეთ უკრაინისა და პალესტინისგან, მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა". - წერს მოდელი სოციალურ ქსელში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები