რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში უკრაინის ომის საწინააღმდეგო აქციებზე 4 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

Avtozak LIVE / Telegram

რუსეთში უკრაინაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 64 სხვადასხვა ქალაქში 4 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს 7 მარტის 00:06 საათზე განახლებულ მონაცემებს უფლებადამცველი ჯგუფი OVD-Info აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა შეიძლება უფრო მეტი იყოს. ქუჩებში ათასობით მომიტინგე სკანდირებდა – "არა ომს!"

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები