რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონმა დაჟინებით მოუწოდა პუტინს მოქმედების შეწყვეტის და ბირთვული ობიექტების დაცვისკენ

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაჟინებით მოუწოდა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისა და ბირთვული ობიექტების დაცვისკენ. ინფორმაციას Reuters-ი მაკრონის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი ორ საათს გაგრძელდა. 

"მაკრონმა პუტინის ასევე მოუწოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ. მან ხაზი გაუსვა პრობლემის უკრაინელი ხახლისთვის სრულიად მისაღები გადაწყვეტის მნიშვნელობას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა შეშფოთება ქალაქ ოდესის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ". – ნათქვამია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები