რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ელენე ხოშტარია კანცელარიასთან მეორედ დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია მეორედ დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პირველ ჯერზე ხოშტარია ადმინისტრაციის შენობასთან რუსულ კეტჩუპს ასხმადა, რასაც პოლიციელებთან დაპირისპირება მოჰყვა.

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად, რუსეთი აპირებს, ქვეყანაში 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მუშაობა და მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.

კომენტარები