რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პოლიციამ კანცელარიასთან ელენე ხოშტარია დააკავა

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციამ პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავა. ხოშტარია პროტესტის ნიშნად კანცელარიის შენობასთან რუსულ კეტჩუპს ასხმადა.

"იმ ფონზე, რდესაც უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ, მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავისუფლებას, უსაფრთხოებას, ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მსხდომი ხალხი და პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან იმისთვის, რომ სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო. [...] ჩვენ ყველამ უნდა გავაპროტესტოთ, გვყავს ასეთი მთავრობა, მაგრამ ჩვენ არავინ არ გვაიძულებს, რომ ვიყოთ უღირსები. მთავრობა უღირსია, ჩვენ არ ვართ უღირსები". – თქვა ელენე ხოშტარიამ დაკავებამდე.

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად, რუსეთი აპირებს, ქვეყანაში 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მუშაობა და მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.

კომენტარები