რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი პუტინს დაჟინებით მოუწოდებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ 

Vladimir Smirnov/TASS

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაჟინებით მოუწოდა, გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას.

ერთსაათიანი საუბრის შემდეგ თურქეთის მიერ გავრცელებულ ოფიციალური განცხადების თანხად, ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ თურქეთი მზადაა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში წვლილი შეიტანოს.

კრემლის განცხადებით, პუტინმა ერდოღანს უთხრა, რომ რუსეთი "სამხედრო ოპერაციას" მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაჩერებს, თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს და მოსკოვის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

თურქეთი მსოფლიოს ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეერთებია. მონტროს კონვენციის თანახმად, ქვეყანა შავ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდების ნაწილის გადაადგილებას ზღუდვას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები