რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: აშშ-სგან F-16-ების სანაცვლოდ პოლონეთმა, შესაძლოა, უკრაინას გამანადგურებლები გადასცეს

სამხედრო ბაზა პოლონეთში
Alik Keplicz/AP Photo

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის თანახმად, პოლონეთმა უკრაინას შეიძლება საბჭოთა პერიოდის გამანადგურებლები გადასცეს და სანაცვლოდ, აშშ-სგან გამანადგურებლები F-16 მიიღოს. ამ ინფორმაციას გამოცემა POLITICO-ც წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-სთან საუბრისას თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდების შესაძლებლობაზე მუშაობა. კონსულტაციების ფარგლებში განიხილება, რით შეუძლია აშშ-ს პოლონეთის მხარდაჭერა, თუ პოლონეთი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას გადაწყვეტს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები