კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 700 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 17.76%-ია

COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 9 572 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 7 002 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 20.84% ხოლო 7 დღის მანძილზე - 17.49%.

ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 204, ქვემო ქართლი - 74, შიდა ქართლი - 85, გურია - 105, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 90, კახეთი - 129, მცხეთა-მთიანეთი - 26, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 54 447 აქტიური შემთხვევაა,  საიდანაც 2 459 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 938, აჭარაში - 221, იმერეთში - 510. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 638 პირი, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 75, იმერეთში - 122. 51 988 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები