რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საგარეო: რამდენიმე ქვეყანაში რუსოფობიის უპრეცედენტო დონე შევნიშნეთ

Russian Foreign Ministry – МИД России / Facebook

უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რამდენიმე ქვეყანაში რუსოფობიის "უპრეცედენტო დონე" შენიშნეს.

"უკრაინაში სპეცოპერაციის კონტექსტში რამდენიმე უცხო ქვეყანაში რუსოფობიის უპრეცედენტო დონე შევნიშნეთ. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველა ამ ინციდენტს". – წერს სამინისტრო Twitter-ზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები