რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში პრორუსი პოლიტიკოსი დააკავეს, რომელიც უკრაინის ჯარის პოზიციებს ფოტოებს უღებდა

პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსი, ნესტორ შუფრიჩი უკრაინაში დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ყოფილი მრჩეველი, იური ბირიუკოვი ავრცელებს.

მისი თქმით, შუფრიჩი, რომელიც გავრცელებულ ფოტოზე დახურულ სივრცეში, ტელეფონით ხელში იმყოფება, უკრაინის სამხედრო ძალების პოზიციებს უკანონოდ ფოტოებს უღებდა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები