რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს

იენს სტოლტენბერგი
Reuters

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა გამოიყენა კასეტური ბომბები უკრაინაში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და რისთვისაც რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. 

"ჩვენ ვნახეთ კასეტური ბომბების გამოყენება და შეტყობინებები სხვა ტიპის იარაღის გამოყენების შესახებ, რითიც დაირღვა საერთაშორისო სამართალი". - თქვა სტოლტენბერგმა. 

სტოლტენბერგის თქმით, NATO და მისი მოკავშირეები აკვირდებიან "როგორ მიმდინაორეობს პროცესები უკრაინაში". 

"მე ასევე მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტი პუტინი და ბელორუსის პრეზიდენტი პასუხისმგებელნი იქნებიან იმისთვის, რასაც აკეთებენ". - აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები