საქართველო-უკრაინა

კობახიძე უკრაინაზე: თანაგრძნობა გულწრფელია, თუმცა ალოგიკურ ნაბიჯს რეაქცია უნდა ჰქონდეს

მას შემდეგ, რაც ასეთი სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა, რაც უკავშირდებოდა ელჩის გაწვევას, ბუნებრივია, ასეთ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები იქ ვერ იქნება. აქ ძალიან მარტივად არის საქმე - მიუხედავად იმისა, რომ თანაგრძნობის ხარისხი უკრაინელების მიმართ ჩვენს მხარეს არის გულწრფელი, ნაცვლად ნაცმოძრაობის წარმომადგენლებისა, რომლებიც, დღეს იქ იდგებიან, სამწუხაროდ, ჩვენ იქ ვერ მივალთ ამ ერთი მარტივი მიზეზის გამო. 

წყენაზე არ არის საუბარი, როდესაც არის ალოგიკური ნაბიჯი გადადგმული, ჩვენ ხომ ვერ ჩავეძიებით, რა მნიშვნელობა აქვს, არახამიაა, სააკაშვილი, ადეიშვილი თუ რა არის მიზეზი - როდესაც სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგმება ალოგიკური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამას რეაქცია უნდა ჰქონდეს. ჩვენ ნაწყენი ვერ ვიქნებით იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც არის ომის მდგომარეობაში. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი სანქციებზე მთავრობის "ამორალური პოზიციისა" და მოხალისეების უკრაინაში არგაშვების გამო კონსულტაციებისთვის გაიწვია, კობახიძემ თქვა, რომ ეს "კოორდინირებული მცდელობაა, საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში". მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ გადაწყვეტილებებს ზელენსკის ნაცვლად სხვა იღებს.

კომენტარები