საქართველო-უკრაინა

კობახიძე ელჩის გაწვევაზე: კოორდინირებული მცდელობაა, საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში

არის ერთგვარი კოორდინირებული მცდელობა, საქართველო იყოს ჩართული პირდაპირი ფორმით სამხედრო კონფლიქტში, აქ, საქართველოში. ეს არის კოორდინირებული მცდელობა და უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რბილად ვამბობ, არის ამ კოორდინირებული მოქმედების გამოხატულება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოში უკრაინის ელჩი, მიზეზად კი, სანქციების შესახებ საქართველოს მთავრობის არამორალური პოზიცია და  ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში გამგზავრებაში ხელისშეშლა დაასახელა.

კომენტარები