რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რადის თავმჯდომარე: გამოაცხადეთ უკრაინა არასაფრენ ზონად და შეაჩერეთ ბირთვული მანიაკი

უკრაინის რადის სახელით, მივმართავ ევროპისა და მსოფლიოს ყველა პარლამენტს, მთავრობასა და მოქალაქეს. რუსეთმა ევროპა ბირთვული არმაგედონის საფრთხის წინაშე დააყენა. რუსი ოკუპანტები ბომბავენ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს, რაც კიდევ უფრო მეტად მძლავრი და საშიშია, ვიდრე ჩერნობილის. გამოაცხადეთ უკრაინის ცა არასაფრენ ზონად, რაც შეიძლება მალე, რათა დაიცვათ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპა. შეაჩერეთ ბირთვული მანიაკი.

ამბობს უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ვიდეომიმართვაში. რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შემდეგ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა

კომენტარები