რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში მეხანძრეები შეუშვეს

ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში მეხანძრეები შეუშვეს. ინფორმაციას Unian-ი სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს

“მეხანძრეები შევუშვით”. - მედიის ცნობით, დაწერა მან საკუთარ Facebook-გვერდზე.

ოკუპანტების მიერ დაბომბვის შემდეგ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები