სომხეთი

სომხეთის ევროპული პარტია მიმართავს მთავრობას, რომ EU-ს წევრობაზე განაცხადი მათაც შეიტანონ

Euneighbours.eu

სომხეთის ევროპული პარტია მიმართავს მთავრობას, რომ უკრაინისა და საქართველოს შემდეგ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მათაც წარადგინონ.

"უკრაინისა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენის შემდეგი სომხეთის ევროპული პარტია ოფიციალურად წარუდგენს მიმართვას მთავრობას და მოსთხოვს, რომ სომხეთმა ოფიციალურად წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისთვის". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ქართულმა ოცნებამ 2 მარტს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებს და 3 მარტს ოფიციალურად წარადგენდა. აქამდე, ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს.

კომენტარები