უკრაინა და უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობას, ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოვუცხადეთ თანადგომა და მხარადაჭერა უკრაინას და უკრაინელ ხალხს. პარალელურად, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაზღვიოთ ომის და ესკალაციის რისკისგან, მინიმალიზება გავუკეთოთ ეკონომიკურ დანაკარგებს, შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ დასავლური პერსპექტივა, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ
tbl.ge/5w6c
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე TV იმედზე. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი იმეორებს, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება, ასევე, მთავრობა რუსეთისთვის არ ხურავს საჰაერო სივრცეს. გარდა ამისა, ჩარტერული რეისი, რომელსაც უკრაინაში ქართველი მოხალისეები უნდა გადაეყვანა, ხელისუფლებამ გააუქმა. ამ მიზეზების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია და საქართველოს მთავრობის პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით ამორალური უწოდა. თავად მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ელჩის გაწვევა გაუმართლებელი და სრულიად ალოგიკურია. ქართული ოცნების შეფასებით, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველოს კონფლიქტში ჩარევის, რაც მათი მტკიცებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხორციელდება.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




