რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: ოდესასთან აფეთქების შემდეგ ესტონეთის გემი ჩაიძირა, ეკიპაჟის წევრებს ეძებენ

ოდესასთან აფეთქების შემდეგ გემი ჩაიძირა, ეკიპაჟის წევრებს ეძებენ - ინფორმაციას გემის მენეჯერზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, გემი ესტონეთის საკუთრებაში იყო. 

ეკიპაჟის 2 წევრი ზღვაში სამაშველო წერტილთან იმყოფებოდა, 4 წევრი კი დაკარგულად ითვლება.  

"გემი საბოლოოდ ჩაიძირა. ეკიპაჟის ორი წევრი სამაშველო ჯოხთან არის, 4 ადამიანი დაკარგულია". - უთხრა Vista Shipping Agency-ს დირექტორმა, იგორ ილვესმა Reuters-ს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

 

კომენტარები