რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვილნიუსი ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, უკრაინის გმირების სახელს არქმევს

წარწერა, ვილნიუსში რუსეთის საელჩოდან: "პუტინო, ჰააგა გელოდება" 
Vilnius Municipality/Handout via REUTERS

 ვილნიუსი ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, უკრაინის გმირების სახელს არქმევს, რუსეთის საელჩოს კი სავიზიტო ბარათების განახლებას სთხოვს. 

"ყველა, ვინც საელჩოს წერს, მოუწევს დაფიქრდეს რუსული აგრესიის მსხვერპლზე და უკრაინის გმირებზე". - წერს ვილნიუსის მერი, რემიგიუს შიმაშიუსი Facebook-ზე.

ქუჩის სახელი ოფიციალურად იცვლება. რუსეთის საელჩოში  წერილები მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა, თუ საელჩო საკუთარ მისამართს შეცვლის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები