რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: თუ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენ დავნებდებით – მას არაფერი სცოდნია უკრაინის შესახებ

ვოლოდიმირ ზელენსკი
UNIAN

უკრიანის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ უკრაინელები შეიძლება გატეხონ ან აიძულონ დანებება. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზუსტად 2 წლის წინ უკრაინაში Covid-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და ზუსტად ერთი კვირის წინ "უკრაინას სხვა ვირუსი, სხვა დაავადება დაესხა თავს, ვისაც მძიმე ანექსია და ოკუპაცია, უცხო მიწების დაპყრობა სურს“.

"ერთი კვირის წინ, დილის 4 საათზე, რუსეთი შემოიჭრა უკრაინაში. ეს იყო აგრესიის, განდიდების მანიის, დევნის ილუზიების მწვავე შეტევა. მათ მძიმე ფსიქოლოგიური კომპლექსი აქვს, ისევე როგორც რაკეტის მიერ დატოვებული კვალს. რეაქტიული არტილერია, ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. ომის პირველივე საათები და დღე ფართომასშტაბიანი შემოჭრისთვის იყო გათვლილი, თუმცა ჩვენ ერთიანი ძალებით, ძლიერად  დავდექით. ჩვენ ასე გავაგრძელებთ. იმდენად მედგრად ვიბრძვით რომ მტერი იძულებული გახდა, სტრატეგია შეეცვალა"- ამბობს ზელენსკი. 

მისი თქმით,  უკრაინა იარაღს "ნამდვილი მეგობრებისგან" იღებს.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ უკრაინა თავის ისტორიაში გადაურჩა ორ მსოფლიო ომს, სამ ჰოლოდომორს, ჰოლოკოსტს, დიდ ტერორს, ჩერნობილის აფეთქებას, ყირიმის ოკუპაციას და ომს აღმოსავლეთში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები